კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 15 ოქტომბერი, 2026.
ეს პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ აგროვებს და იცავს trueSEO თქვენს მონაცემებს ჩვენი ვებგვერდის გამოყენებისას. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კონფიდენციალურობას და ვაგროვებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც საიტის მუშაობის გასაუმჯობესებლად არის საჭირო.
რას აღვრიცხავთ და რატომ
საიტზე ვიზიტორების აღრიცხვისთვის ვიყენებთ მხოლოდ Umami-ს (Umami Cloud), რომელიც კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული ანალიტიკური სერვისია. მონაცემები ინახება ევროკავშირში მდებარე სერვერებზე. Umami არ ინახავს IP მისამართებს ან რაიმე პერსონალურ მონაცემს, რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება, ხოლო სტატისტიკა სრულად აგრეგირებულია. ჩვენ არ ვიყენებთ სარეკლამო ინსტრუმენტებს ან რემარკეტინგს, და მონაცემებს არ ვყიდით ან გადავცემთ მესამე პირებს მარკეტინგული მიზნებისთვის. საიტზე აღირიცხება მხოლოდ შემდეგი ინფორმაცია:
- მონახულებული გვერდები
- მოწყობილობისა და ბრაუზერის ტიპი
- მიახლოებითი ლოკაცია (ქვეყანა და ქალაქი)
- საიდან გადმომისამართდით (მაგალითად, Google-ის ძიებიდან ან სხვა საიტის ბმულიდან)
- დაწკაპუნებები ელფოსტის მისამართსა და ზარის დაჯავშნის ბმულებზე
ქუქი-ფაილები (Cookies)
ჩვენი ვებგვერდი საერთოდ არ იყენებს ქუქი-ფაილებს (Cookies) და Umami არაფერს ინახავს თქვენს ბრაუზერში. შესაბამისად, საიტზე თანხმობის ბანერი არ გამოიყენება.
ელექტრონული ფოსტა
როდესაც მოგვწერთ მისამართზე info@trueseo.ge, ჩვენ ვიყენებთ თქვენს ელფოსტას მხოლოდ წერილზე პასუხის გასაცემად. თქვენი მონაცემები არასდროს იყიდება ან გადაეცემა მესამე პირებს.
ჰოსტინგი
ჩვენი ვებგვერდი სარგებლობს Cloudflare-ის ჰოსტინგითა და ინფრასტრუქტურით, რაც უზრუნველყოფს საიტის უსაფრთხოებასა და შეუფერხებელ მუშაობას.
თქვენი უფლებები და კონტაქტი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ, ან მოითხოვოთ მათი წაშლა. ნებისმიერი შეკითხვისთვის დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: info@trueseo.ge.