SEO დავალებები დეველოპერისთვის

SEO დავალებები დეველოპერისთვის მოიცავს იმ ტექნიკურ სამუშაოებს, რომლებიც უშუალოდ საიტის შიგნით უნდა შესრულდეს. საიტზე ცვლილებებს, როგორც წესი, ჩვენ თვითონ ვაკეთებთ: ეს სამუშაოს ნაწილია და ამისთვის საიტზე წვდომა გვჭირდება. თუ საკუთარი დეველოპერი გყავთ და ასე გირჩევნიათ, შეგვიძლია დავალებები მას გადავცეთ და შედეგი შევამოწმოთ. ჩვენ ვამზადებთ ამოცანების ზუსტ სიას და ვალაგებთ მათ მკაფიო პრიორიტეტის მიხედვით: ყველაზე საზიანო ხარვეზებიდან დაწყებული. ასე, ცვლილებებს ჩვენ ვაკეთებთ თუ თქვენი დეველოპერი, ზუსტად ჩანს, რა თანმიმდევრობით უნდა შეიცვალოს საიტი, რომ Google-მა და AI სისტემებმა გვერდები შეუფერხებლად წაიკითხონ.

საიტის აუდიტი: yourbank.geმაგალითი6 ხარვეზი6-ვე გასწორდა
61%96%
საიტის მდგომარეობა
  • გამართული გვერდები5831,190
  • დაზიანებული610
  • ხარვეზებით59650
  • მობილურზე სესხის კალკულატორის ჩატვირთვას 4.8 წამი სჭირდებამობილური სიჩქარე38 გვერდიგასწორდა
  • ქართული, ინგლისური და რუსული გვერდები არ არის დაკავშირებულიhreflang212 გვერდიგასწორდა
  • კლიენტები გაუქმებულ გვერდზე ხვდებიან404 და გადამისამართება61 ბმულიგასწორდა
  • Google-მა იცის ეს გვერდები, მაგრამ არ აჩვენებსარაინდექსირებული140 გვერდიგასწორდა
  • განაკვეთები და ფილიალები არასწორად არის მონიშნულიმონაცემთა სქემა86 გვერდიგასწორდა
  • ძიების შედეგებში გვერდების სათაურები იჭრებაTitle ტეგები120 გვერდიგასწორდა

ვინ რას აკეთებს

trueSEO თავად აკეთებს აუდიტს, სამოქმედო გეგმას, ახალ გვერდებს, ანგარიშებს და საიტზე ცვლილებებს. თუ დეველოპერი უკვე გყავთ და ასე გირჩევნიათ, შეგვიძლია მოვამზადოთ მკაფიო SEO დავალებები დეველოპერისთვის და შედეგი შევამოწმოთ. სამუშაოს დასაწყებად ჩვენ გვჭირდება წვდომა სამ სისტემაზე: Search Console, Analytics და საიტის ადმინ პანელი. ეს ანგარიშები თქვენი საკუთრებაა და ყველა წვდომა თქვენს მფლობელობაში რჩება.

  • Google Search Console
  • Google Analytics
  • საიტის ადმინ პანელი

ყველა ეს ანგარიში და სისტემა სრულად თქვენს მფლობელობაში რჩება.

დავალებების ტიპები

  • მობილური სიჩქარევხსნით იმ შეფერხებებს, რაც გვერდების მობილურ ტელეფონზე სწრაფ ჩატვირთვას უშლის ხელს.
  • გვერდები, რომლებიც Google-მა იცის, მაგრამ არ აჩვენებსვასწორებთ იმ ტექნიკურ ხარვეზებს, რის გამოც ეს გვერდები ძიების შედეგებში არ ჩანს.
  • გაუქმებული გვერდები და გადამისამართებებიგაუქმებულ და შეცვლილ მისამართებს შესაბამის მოქმედ გვერდებზე ვამისამართებთ, რომ მყიდველი შეცდომის გვერდზე არ მოხვდეს.
  • ენობრივი ვერსიებიქართულ, ინგლისურ და რუსულ გვერდებს ერთმანეთთან ვაკავშირებთ, რომ Google-მა მყიდველს სწორი ენის ვერსია აჩვენოს.
  • სტრუქტურირებული მონაცემებისაიტზე სტრუქტურირებულ მონაცემებს ვამატებთ, რომ Google-მა და AI-მ თქვენი ბიზნესის ინფორმაცია ზუსტად წაიკითხონ.
  • სათაურები და აღწერები გვერდების შაბლონებშიგვერდების შაბლონებს ისე ვამზადებთ, რომ ყველა გვერდზე სწორი სათაური და აღწერა გამოჩნდეს.
  • საიტის სტრუქტურასაქაღალდეებს, მენიუსა და ნავიგაციის ჯაჭვს ჩვენი გეგმის მიხედვით ვაწყობთ.
თემატური რუკა და საიტის სტრუქტურა
პირველი ახალი გვერდები
ბმულები სანდო საიტებიდან

საიდან ჩნდება ეს დავალებები

ეს დავალებები საიტის პირველადი შემოწმების შედეგად დგება და მკაცრად პრიორიტეტების მიხედვით ლაგდება, რათა პირველ რიგში ყველაზე საზიანო ტექნიკური პრობლემები გასწორდეს, რასაც ჩვენი SEO აუდიტი ავლენს და, თუ დეველოპერი გყავთ, მისთვის გასაგებ ენაზე აღწერს. ტექნიკური ნაბიჯები წინასწარ შემუშავებულ წერილობით გეგმას მიჰყვება: საიტის სტრუქტურა, თემატური რუკა, ახალი გვერდების გეგმა, საძიებო სიტყვების კვლევა და 90-დღიანი გეგმა დამკვეთს სრულად გადაეცემა, როცა ტარდება ფასიანი კონსულტაცია, რომლის მსვლელობისას მომზადებულ მასალას დეტალურად განვიხილავთ კონსულტაციის ზარზე. საიტის განვითარებასთან ერთად, ყოველთვიური მომსახურების ფარგლებში ახალ ტექნიკურ ცვლილებებს საიტზე trueSEO, SEO სააგენტო თავად ახორციელებს და ყოველ კვარტალში ტექნიკურ აუდიტს ხელახლა ვატარებთ, ხოლო თუ დეველოპერი უკვე გყავთ, შეგვიძლია დავალებები მას გადავცეთ.