ტექნიკური SEO საიტის გამართვისთვის

ტექნიკური SEO არის საიტის გამართვის სამუშაო, რომელიც Google-სა და AI ასისტენტებს გვერდების თავისუფლად მიკვლევაში, წაკითხვასა და საძიებო შედეგებში ჩვენებაში ეხმარება: საიტის სკანირება და ინდექსაცია, სისწრაფე, მისამართების სტრუქტურა, ენობრივი ვერსიები, სკრიპტებზე დამოკიდებული შინაარსი, სტრუქტურირებული მონაცემები, გადამისამართებები და წაშლილი გვერდები. ჩვენ ვპოულობთ ყველაფერს, რაც Google-ს საიტის სრულყოფილად წაკითხვაში უშლის ხელს, და თითოეულ ხარვეზს ყველაზე საზიანოდან დაწყებული ვასწორებთ.

საიტის აუდიტი: yourbank.geმაგალითი6 ხარვეზი6-ვე გასწორდა
61%96%
საიტის მდგომარეობა
  • გამართული გვერდები5831,190
  • დაზიანებული610
  • ხარვეზებით59650
  • მობილურზე სესხის კალკულატორის ჩატვირთვას 4.8 წამი სჭირდებამობილური სიჩქარე38 გვერდიგასწორდა
  • ქართული, ინგლისური და რუსული გვერდები არ არის დაკავშირებულიhreflang212 გვერდიგასწორდა
  • კლიენტები გაუქმებულ გვერდზე ხვდებიან404 და გადამისამართება61 ბმულიგასწორდა
  • Google-მა იცის ეს გვერდები, მაგრამ არ აჩვენებსარაინდექსირებული140 გვერდიგასწორდა
  • განაკვეთები და ფილიალები არასწორად არის მონიშნულიმონაცემთა სქემა86 გვერდიგასწორდა
  • ძიების შედეგებში გვერდების სათაურები იჭრებაTitle ტეგები120 გვერდიგასწორდა

რას მოიცავს ტექნიკური SEO

  • yourbank.ge
    /loans
    /mortgageინდექსირებული
    სკანირება და ინდექსაციაGoogle-ის რობოტი გვერდებამდე საიტის შიდა გზებითა და მისამართებით აღწევს, რაშიც მთავარ როლს საიტის სტრუქტურა ასრულებს.
  • ჩატვირთვის დრომაგალითი1.9 s4.8 s
    სისწრაფე ტელეფონებზესაიტის კოდისა და ფაილების შემსუბუქება, რომ გვერდი მობილურ მოწყობილობაში სწრაფად ჩაიტვირთოს.
  • yourbank.ge/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98yourbank.ge/loans
    მისამართებიგვერდების ჩაწერა ქართული ასოებით ან ლათინური ტრანსლიტერაციით, და იმის განსაზღვრა, თუ როგორ ჩანს ბმული კოპირებისას.
  • KAENRU
    yourbank.ge › ka › loansსესხები და იპოთეკა
    ენობრივი ვერსიებიქართული, ინგლისური და რუსული გვერდების ურთიერთდაკავშირება, რათა Google-მა თითოეულ მომხმარებელს შესაბამისი ენის გვერდი აჩვენოს.
  • იპოთეკური კალკულატორიგანაკვეთები და ყოველთვიური შენატანი
    JavaScript
    სკრიპტებზე დამოკიდებული შინაარსიიმის უზრუნველყოფა, რომ Google-მა სრულად დაინახოს ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ სკრიპტების ამოქმედების შემდეგ ჩნდება.
  • "@context": "https://schema.org",
    +"@type": "BankOrCreditUnion",
    +"url": "https://yourbank.ge",
    +"address": {
    + "addressLocality": "Tbilisi",
    სტრუქტურირებული მონაცემებიგვერდების მარკირება, რაც Google-სა და AI ასისტენტებს ბიზნესის მონაცემების ზუსტად გაგებაში ეხმარება.
  • /news/2024/05/rates/404/loans/rates/200301
    გადამისამართებები და გაუქმებული გვერდებიძველი მისამართების სწორ გვერდებზე გადამისამართება და გაწყვეტილი ბმულების მოწესრიგება.

რას იღებთ ჩვენგან და ვინ ასწორებს კოდს

ტექნიკური სამუშაო საიტის სრული შემოწმებით იწყება, რასაც დეტალურად ჩვენი საიტის აუდიტი განმარტავს. პირველი ნაბიჯი უფასო აუდიტია: გამოგვიგზავნეთ თქვენი დომენი და შედეგებს ელექტრონულ ფოსტაზე 3 სამუშაო დღეში მიიღებთ. ყოველთვიური მუშაობისას პირველი თვე აუდიტსა და გეგმას ეთმობა, მეორე თვეში ხარვეზების გასწორება იწყება ყველაზე საზიანოდან, ხოლო მეოთხე თვიდან ტექნიკური შემოწმება ყოველ კვარტალში მეორდება. საიტზე ცვლილებებს ჩვენ თვითონ ვაკეთებთ, რისთვისაც წვდომა გვჭირდება. თუ თქვენი დეველოპერი უკვე გყავთ და ასე გირჩევნიათ, შეგვიძლია მკაფიო ტექნიკური დავალებები მას გადავცეთ. თითოეული ცვლილების განხორციელების შემდეგ ჩვენ ვამოწმებთ, რომ შესწორებამ სწორად იმუშავა.

  1. ელფოსტით, 3 სამუშაო დღეშიუფასო აუდიტი
  2. თვე 1აუდიტი და გეგმა
    • SEO აუდიტი
    • თემატური რუკა და საიტის სტრუქტურა
  3. თვე 2საფუძვლის მოწესრიგება
    • ტექნიკური ხარვეზების გასწორება, ყველაზე საზიანოდან
    • პირველი ახალი გვერდები
  4. თვე 3შექმნა
    • ახალი გვერდები ყველა თემისთვის
    • ბმულები სანდო საიტებიდან
  5. თვე 4 და შემდეგზრდა
    • ახალი გვერდები ყოველ თვეს
    • ტექნიკური აუდიტი ყოველ კვარტალში

ხშირად დასმული კითხვები

მჭირდება თუ არა დეველოპერი?

არა. საიტზე ცვლილებებს თავად ვაკეთებთ, სამუშაოს ფარგლებში: ამისთვის საიტზე წვდომა გვჭირდება. თუ თქვენი დეველოპერი გყავთ და ასე გირჩევნიათ, კოდს ის ჩვენ მიერ მომზადებული მკაფიო დავალებების მიხედვით ასწორებს, სამუშაოს დასრულების შემდეგ კი თითოეულ შესწორებას ჩვენ ვამოწმებთ.

რა წვდომები გჭირდებათ სამუშაოდ?

სამუშაოს დასაწყებად გვჭირდება წვდომა სამ ხელსაწყოზე: Google Search Console, Google Analytics და საიტის ადმინ პანელი. ეს მონაცემები საიტის რეალური მდგომარეობის შესაფასებლად და ხარვეზების აღმოსაჩენად არის აუცილებელი. ყველა ანგარიში და წვდომა სრულად თქვენს მფლობელობაში რჩება.

რამდენ ხანში ჩანს ტექნიკური შესწორებების შედეგი?

ცვლილებების ასახვას თავისი დრო აქვს. კოდის გასწორების შემდეგ Google-ის რობოტმა განახლებული გვერდები ხელახლა უნდა მოინახულოს და დააინდექსიროს. ამ პროცესის გავლენას თქვენივე Search Console-ის მონაცემების მიხედვით, ყოველთვიური ანგარიშებისა და შედეგების განხილვის დროს ეტაპობრივად ვამოწმებთ.

ერთჯერადი სამუშაოა თუ არა და რა ღირს?

ტექნიკური სამუშაო ყოველთვიური პროცესის ნაწილია, რასაც ჩვენი სრული SEO მომსახურება მოიცავს. მეორე თვეში ხარვეზებს ყველაზე საზიანოდან ვასწორებთ, შემდეგ კი ტექნიკურ შემოწმებას ყოველ კვარტალში ვატარებთ. ღირებულება არის 2,000 ლარი თვეში, ერთი ფასი ყველა კლიენტისთვის, რომელშიც ხუთივე მიმართულება შედის.