sachukari.ge: SEO და ვებდიზაინი ნულიდან
ეს ჩვენი პროექტია, სასაჩუქრე იდეების ქართული მეგზური, რომელიც 2026 წლის სექტემბრის ბოლოს გაეშვა.
პროექტი
საიტი ადამიანებს საჩუქრის შერჩევაში ეხმარება ადრესატის, მიზეზისა და ბიუჯეტის მიხედვით. აქ თავმოყრილია საქართველოში შექმნილი ნივთები და ქართული მაღაზიების პროდუქცია რეალური ფასებით. შერჩევის შემდეგ მყიდველი პირდაპირ შემქმნელის ან მაღაზიის გვერდზე გადადის.
რა გავაკეთეთ
საიტის იდეა, გვერდების გეგმა, დიზაინი და საძიებო სისტემებისთვის გათვლილი სტრუქტურა ნულიდან შევქმენით, რის შემდეგაც საიტის დამზადება და ტექნიკური SEO სრულად შევასრულეთ. 2026 წლის სექტემბრის ბოლოს საიტის გაშვების შემდეგ, პროექტის SEO-ს ჩვენ ვმართავთ.
შედეგები Google-ში
პირველ 29 დღეში, 2026 წლის 27 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე, საიტმა Google ძიებიდან 267 კლიკი მიიღო, მათ შორის 242 საქართველოდან. ჩვენი ვიზიტების გამოკლებით, 2026 წლის 26 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე დაფიქსირდა 638 ვიზიტი 570 ვიზიტორისგან, საიდანაც 114 ვიზიტი მაღაზიის საიტზე ან გვერდზე გადავიდა.
შედეგები AI პასუხებში
2026 წლის 26 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე ChatGPT-დან 107 ვიზიტი შემოვიდა და ვიზიტორების მომყვან საიტებს შორის Google-ის შემდეგ მეორე იყო. ამ საიტზე ხელოვნური ინტელექტის პასუხებიდან ვიზიტორების მოყვანას AI ხილვადობა და საიტის ოპტიმიზაცია განაპირობებს. 2026 წლის 26 ოქტომბრის ტესტისას, 50 ლარამდე საჩუქრის მოძიების კითხვაზე ChatGPT-მ 10-დან 9 პასუხში sachukari.ge დაასახელა. საიტის სახელით დასმულ შეკითხვაზე sachukari.ge Gemini-მ და Google AI Overviews-მა 10-დან 10 პასუხში დაასახელეს, ChatGPT-მ 10-დან 9-ში, ხოლო Google AI Mode-მა 10-დან 6 პასუხში.
2026 წლის 26 ოქტომბერს რამდენიმე AI ასისტენტს ქართველი მყიდველის კითხვები დავუსვით, თითოეული კითხვა 10-ჯერ.
- 1Google
- 2ChatGPT107visits
- 1Google
- 2ChatGPT107visits
- 1Google
- 2ChatGPT107visits
- 1Google
- 2ChatGPT107visits
საიტის ნახვა შეგიძლიათ sachukari.ge-ზე.